მიხეილ სააკაშვილი – საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს.  ამის შესახებ მან ტელეკომპანია „112 უკრაინას“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.
„მე უკრაინაში გასტროლებზე არ ჩავსულვარ. ამიტომ აქ ბრძოლის ველის მიტოვებას არ ვაპირებ, თუმცა საქართველოში ჩასვლასაც ვაპირებ, ოღონდ თავისუფალ დროს, შვებულების პერიოდში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე დაამატა, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში,  „თითსაც ვერავინ დააკარებს“.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში, მას დააპატიმრებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები