ირაკლი ჭეიშვილი: ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარეგულირდეს ფასები და უნდა იყოს ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანილი

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარეგულირდეს ფასები და უნდა იყოს ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანილი,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა სურსათის ფასების კლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტი დაარეგულირებს ფასებს და შესაბამისად, ის 300%-იანი ნამატი, რაც აქვთ კონკრეტულ პიროვნებებს, აღელვებთ და აწუხებთ.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარეგულირდეს ფასები და უნდა იყოს ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანილი. გაიძახიან ევროპას, ოღონდ არ უნდათ, რაღაც რეგულაცია შემოვიღოთ. კანონპროექტი დაარეგულირებს ფასებს და შესაბამისად, ის, 300%-იანი ნამატი, რაც აქვთ კონკრეტულ პიროვნებებს, აღელვებთ და ეს აწუხებთ. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს ქაოსს, რადგან მაქსიმალურად ცდილობენ, გააღატაკონ {მოსახლეობა} და გააძვირონ თავიანთი პროდუქტები, რომ მაქსიმალურად მეტი მოგება, სარგებელი ნახონ და არც ერთი წუთით არ ფიქრობენ საქართველოს მოსახლეობაზე“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები