კახა კალაძე ფარულ ჩანაწერებზე: დღესაც არ ეშვებიან, და ისევ ძველი მეთოდებით აგრძელებენ საქმიანობას

“ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, შემაშფოთებელია ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის შინაარსი, სადაც მისივე თქმით, პირდაპირ ჩანს ქრთამის შეთავაზება კონკრეტული პირისთვის.
კალაძის შეფასებით, აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
„ვფიქრობ, რომ ამაში სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება და შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ. ზოგადად, ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, აშკარად ჩანს ამ ადამიანების ფსიქიკური აშლილობა, რადგანაც ირკვევა, რომ მიდრეკილება ჰქონდათ და აქვთ, განეხორციელებინათ ფარული ჩანაწერები. ამას დღესაც არ ეშვებიან, წარსულში არიან ჩარჩენილი და ისევ ძველი მეთოდებით აგრძელებენ საქმიანობას“, – აღნიშნა კახი კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები