გია ჟორჟოლიანი:დარწმუნებული ვარ „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ნებისმიერი პროვოკაციისთვის

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში დამარცხებულია, ამიტომ მათ გარდა ქაოსური სიტუაციის შექმნისა სხვა გზა არ დარჩენიათ“, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ჟორჟოლიანი გუშინ გავრცელებულ სატელეფონო საუბრების ჩანაწერს ეხმაურება, რის მიხედვითაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანაგუნდელებთან ერთად ქვეყანაში დესტაბილიზაციის გეგმაზე საუბრობს. ჟორჟოლიანს ჩანაწერის ავთენტურობაში ეჭვი არ ეპარება. „
„ეს იყო დანაშაულებრივი შინაარსის ჩანაწერი.„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ნებისმიერი პროვოკაციისთვის. მათ გარდა ქაოსის შექმნისა, სხვა ალტერნატივა არ რჩებათ. ის, რომ საუბარი ნამდვილად შედგა, თავადაც ადასტურებენ. ადასტურებენ იმას, რომ ხმები მათი იყო, უბრალოდ, რაღაც მონტაჟზე საუბრობენ, რასაც გამოძიება მიხედავს“, -განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
„ქართული ოცნების“ წევრი მიხეილ სააკაშვილს ქაოსის დაგეგმვის მთავარ არქიტექტორს უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში, ყოფილი პრეზიდენტი, როგორც ძებნილი, დაკავებული იქნება.
“საოცარია, რომ ამ ყველაფრის არქიტექტორი მიხეილ სააკაშვილი ჩვენს მეგობარ ქვეყანას აფარებს თავს. ის აქ ჩამოსვლას, რასაკვირველია, ვერ გაბედავს, მას ამის ვაჟკაცობა არ ეყოფა. საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, რასაკვირველია, მოხდება მისი დაკავება“,-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები