არჩილ თალაკვაძე – პროფესიული განათლება პირდაპირ კავშირშია მომავლის ეკონომიკასთან

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე პროფესიული კოლეჯის, “ჰორიზონტის” პედაგოგებს შეხვდა.
განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმები, დასაქმება, მეტი ინვესტიციები და ახალგაზრდების ჩართვა ბიზნესინიციატივებში – ეს ის საკითხებია, რომელზეც არჩილ თალაკვაძემ შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა.
„პროფესიული განათლება პირდაპირ კავშირშია მომავლის ეკონომიკასთან. შრომითი ბაზრის დინამიკასა და მოთხოვნებს ყველაზე სწრაფად სწორედ თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ. ჩვენ ვგეგმავთ დუალური მოდელის დანერგვას, რომელიც პროფესიული პროგრამების სტუდენტებს დასაქმების ბევრად მეტ შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები