ჟურნალისტი გამშველებლის როლში აღმოჩნდა – ხელჩართული ჩხუბი „იბერიას“ ეთერში (ვიდეო)

ტელეკომპანია „იბერიას“ პირდაპირ ეთერში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ბლოკი “თოფაძე მრეწველები ჩვენი სამშობლო”-ს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა აგლაძე და პარტია „რეფორმატორების“ ლიდერი ირაკლი ღლონტი დაუპირისპირდნენ.
აგლაძის გაღიზიანება ღლონტის მხრიდან გოგი თოფაძის მისამართით გამოთქმულმა განცხადებამ გამოიწვია. „გოგი თოფაძის პოზიციები არის რუსულ წისქვილზე წყლის დამსხმელი“, – განაცხადა ირაკლი ღლონტმა. სწორედ ამ სიტყვების დასრულების შემდეგ ესროლა წყლით სავსე ჭიქა ზაზა აგლაძემ ირაკლი ღლონტს, რაც პირდაპირ ეთერში ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

https://www.youtube.com/watch?v=h0JgKL5sr3c

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები