კახა კალაძე: არავის არ გამოუვა არეულობისა და რევოლუციების მოწყობა ქვეყანაში

არავის არ გამოუვა არეულობისა და რევოლუციების მოწყობა ქვეყანაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობის სურვილს თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც არ მალავენ.
„არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობის სურვილს თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც არ მალავენ – არც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის გამოსვლებში, ასევე, ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელი. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, არავის ქვეყანაში არ გამოუვა არეულობისა და რევოლუციების მოწყობა.
არსებობს უფრო თანამედროვე და ცივილური გზა – არჩევნები. აღარ არის ის დრო, როცა აპრობირებული მეთოდი იყო ქვების სროლა, ხელკეტებით სირბილი და ა.შ. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მოსახლეობას გააცნოს საარჩევნო პროგრამა და მოსახლეობა თავად გააკეთებს არჩევანს. ვერავინ გაბედავს რევოლუციების თუ გადატრიალების მოწყობას, რადგან სახელმწიფო კანონის ფარგლებში იმოქმედებს“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი ზონის” გლდანის განყოფილების წევრებმა დღეს, ორგანიზაციიდან წასვლის შესახებ განცხადება “კვირას” პრესკლუბში გააკეთეს და მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილეს.
მათივე თქმით, არჩევნების შემდეგ არც მსხვერპლია გამორიცხული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები