მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით, მრგვალი მაგიდის შეხვედრების ციკლი იგეგმება

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ევროკავშირის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით, მრგვალი მაგიდის შეხვედრების ციკლი იგეგმება. როგორც „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრებში მონაწილეობას ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს მთავრობის წევრები მიიღებენ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშემწყობი პროექტის მიხედვით, მრგვალი მაგიდის ფორმატის პირველი შეხვედრა 27 სექტემბერს, 10:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.
შეხვედრაზე განხილული იქნება ეროვნულ დონეზე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში, მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებისა და მხარდაჭერის საკითხები.
შეხვედრას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი გახსნიან. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრების მიზანი კერძო სექტორთან საჯარო დიალოგის ხელშეწყობაა, რათა მისი მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები