პეტრე ცისკარიშვილი დესტაბილიზაციის შესაძლო მზადების თემაზე კომენტარს არ აკეთებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, პეტრე ცისკარიშვილი დესტაბილიზაციის შესაძლო მზადების თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
ცისკარიშვილმა აღნიშნულის მიზეზად საარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესი დაასახელა.
როგორც ცნობილია, დღეს, “თავისუფალი ზონის” გლდანის ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბესო კალაძემ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ დაგეგმილია სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება და არც მსხვერპლია გამორიცხული.
შეგახსენებთ, “თავისუფალი ზონის” გლდანის განყოფილების წევრებმა მარიამ კოხრეიძემ, ბესო კალაძემ, ირაკლი ქომეთიანმა, ქრისტი კვარაცხელიამ, გიორგი არჩვაძემ, ლანა აბრამაშვილმა, დევიდ ლაბაძემ, თამუნა კეკელიძემ, გიორგი ჭინჭარაულმა და ნინო ახალმოსულიშვილმა “კვირას” პრესკლუბში ორგანიზაციიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთეს და მოსალოდნელ დესტაბილიზაციის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილეს.
“თავისუფალი ზონის” უკვე ყოფილი წევრები უახლოებს დღეებში ბრიფინგს ჩაატარებენ, სადაც დეტალურად ისაუბრებენ, რა იგეგმებოდა 9 ოქტომბერს უკრაინიდან საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები