„თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრი: ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე პირადად სააკაშვილისგან იღებს დავალებებს

შსს-ს შენობის, კანცელარიის და კიდევ რამდენიმე შენობის ბლოკირება იყო დაგეგმილი – ამის შესხებ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ უკვე ყოფილმა წევრმა ირაკლი ქომეთიანმა „ქრონიკის“ ეთერში, განაცხადა.
ქომეთიანმა რამდენიმე დღის წინ კიევში, მიხეილ სააკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დესტაბილიზაცია ორი რესურსით უნდა მომხდარიყო, ესენია – „თავისუფალი ზონა„ და „საქართველოს ერთგულების სახელით“.
„სააკაშვილის თქმით, მათი მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო ძალოვანი სტრუქტურის ბლოკირება. შსს-ს შენობის, კანცელარიის და კიდევ რამდენიმე შენობის ბლოკირება იყო დაგეგმილი. „საქართველოს ერთგულების სახელით“ ხელმძღვანელი, ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ილია ნიკოლაიშვილი არის ინიციატორი ამ ყველაფრის, ის თავად იღებს დავალებებს მიხეილ სააკაშვილის გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგანაც“,- განაცხადა ირაკლი ქომეთიანმა.
“მე შევხვდი რამდენიმე დღის წინ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენი ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ სჭირდება არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის მოსაწყობად”, – ეს განცხადება „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე „თავისუფალი ზონის“ უკვე ყოფილმა წევრმა ბესო კალაძემ დღეს გააკეთა.
ორგანიზაციის გლდანის რაიონული განყოფილების წევრებმა „თავისუფალ ზონა“ დატოვეს.
მათ მიერ დილით გაკეთებული განცხადების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.
ე.წ. მოდულის შენობაში “თავისუფალი ზონის” ყოფილი აქტივისტები ბესო კალაძე, გიორგი ჭინჭარაული, ირაკლი ქომეთიანი გამოკითხვაზე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები