ნიკა მელია: მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნოდ საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს

“რვა ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს, ვინ უნდა ჩამოვიდეს და ვინ უნდა გავიდეს ქვეყნიდან”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტის კითხვას საპასუხოდ, აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნოდ საქართველოში ჩამოსვლას. ნიკა მელია კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნოდ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.
„არა, რა თქმა უნდა, არ აპირებს ჩამოსვლას. რვა ოქტომბერი იქნება მნიშვნელოვანი დღე, სადაც საქართველოს მოსახლეობა გააკეთებს ძალიან ცივი გონებით არჩევანს და ეს არჩევანი გამოადგება ამ ქვეყნის მოსახლეობას. მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს ვინ უნდა ჩამოვიდეს და ვინ უნდა გავიდეს ქვეყნიდან“,- განაცხადა მელიამ ზუგდიდში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები