პრემიერი: განმუხურის ბოტანიკურ ბაღში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

“ფონდი ქართუ” და “საქართველოს თანაინვესტირების ფონდი” სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან განმუხურის ბოტანიკური ბაღისა და სასტუმროს მშენებლობას იწყებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განმუხურში აღნიშნული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.
“ფონდი ქართუს დაფინანსებით აქ, 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, გაშენდება ბოტანიკური ბაღი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება 20 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია. ეს არის საქველმოქმედო პროექტი, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. ხოლო თანაინვესტირების ფონდი ააშენებს უმაღლესი დონის 60 მილიონი დოლარის ღირებულების 5-ვარსკვალავიან სასტუმროს”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე განმარტებით, განმუხურის ბოტანიკური ბაღი არ იქნება მხოლოდ რეკრეაციული ზონა და მისი უნიკალური ფუნქცია კოლხური ჯიშებისა და სახეობების გადარჩენა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები