ყირგიზეთის პრეზიდენტი მოსკოვში სამკურნალოდ ჩაფრინდა

ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი მოსკოვში სამკურნალოდ ჩაფრინდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ატამბაევს „გულთან დაკავშირებული პრობლემები“ აქვს.
„23 სექტემბერს ატამბაევი მოსკოვში ჩაფრინდა. ის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იმკურნალებს. ყირგიზეთის პრეზიდენტი  მოსკოვში რუსეთის მხარის მოწვევითა და სპეციალისტების რეკომენდაციით ჩავიდა“, – აცხადებენ ატამბაევის პრესსამსახურში.
რამდენიმე დღის წინ ატამბაევმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ვიზიტი გააუქმა. ის აშშ-ში გამგზავრებამდე თურქეთში ცუდად გახდა.
ყირგიზეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია მას და ყოფილ ადმინისტრაციას შორის დაძაბულობის ფონზე გაჩნდა. ამის მიზეზი კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები