მოსკოვში მომხდარ ხანძარს რვა ადამიანი ემსხვერპლა

რვა მეხანძრე დაიღუპა მოსკოვის ერთ-ერთ საწყობში მომხდარი ხანძრის შედეგად. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ცეცხლი ლოკალიზებულია.
ხანძარი პლასტმასის ნაკეთობათა საწყობში ხუთშაბათს საღამოს გაჩნდა. ცეცხლი 4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო.
ხანძრის ჩაქრობას 14 საათი დასჭირდა. დილით იქ რვა მეხანძრის ცხედარი აღმოაჩინეს.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები