სამხრეთ აფრიკაში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცრემლმდენი გაზი დაუშინა

სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცრემლმდენი გაზის ხელყუმბარები დაუშინა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
საპროტესტო გამოსვლებში იოჰანესბურგის უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში მონაწილეობენ, ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, მომავალ წელს 8 პროცენტით სწავლის გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით. ოთხშაბათს პოლიციამ საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა, რომლებსაც უნივერსიტეტის შესასვლელი ჰქონდათ ბლოკირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები