იემენში ავიადარტყმის შედეგად „ალ ქაიდას“ იემენის ორგანიზაციის ლიდერი მოკლეს

იემენის ცენტრალურ ნაწილში ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად „ალ ქაიდას“ იემენის ორგანიზაციის ლიდერი აბდალა ალ-სანაანი მოკლეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ალ-სანაანისთან ერთად მისი პირადი მცველიც დაიღუპა. ავიადარტყმა ტერორისტის ავტომობილზე განხორციელდა.
„ალ ქაიდამ“ იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომი ამ ქვეყანაში პოზიციების გასამყარებლად გამოიყენა. ამჟამად ტერორისტული დაჯგუფება იემენის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე რაიონს აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები