უნგრეთის პრემიერ-მინისტრი არალეგალური მიგრანტების დეპორტაციას მოითხოვს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირიდან არალეგალური მიგრანტების დეპორტაციას მოითხოვს. უნგრელი პრემიერის თქმით, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ სპეციალური ბანაკები უნდა მოეწყოს, სადაც მიგრანტები შეგროვდებიან და იქიდან შეძლებენ თავშესაფრის მოთხოვნას. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
„ეს ბანაკები შეიძლება იყოს კუნძულებზე. შეიძლება იყოს ჩრდილოეთ აფრიკაში, მაგრამ ეს ყველაფერი ისე უნდა იყოს გაკეთებული, რომ ევროკავშირის ინტერესები დაცული იყოს“, – განაცხადა ორბანმა. ორბანი მიგრანტებთან დაკავშირებით მწვავე განცხადებებით არის ცნობილი, კერძოდ ის უნგრეთის საზღვარზე სპეციალური ღობის მშენებლობას მოითხოვს, რათა ლტოლვილებმა და მიგრანტებმა ქვეყანაში არ შეაღწიონ. პრემიერი უნგრეთში მიგრანტების მიღების ვალდებულების გაუქმების მიზნით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივითაც გამოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები