ეგვიპტის სანაპიროსთან ჩაძირული გემიდან ასობით მიგრანტი უგზოუკვლოდ დაიკარგა

ეგვიპტის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე გემის ჩაძირვის შედეგად ასობით მიგრანტი უგზოუკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. გადარჩენილი მიგრანტები აცხადებენ, რომ გემზე, რომლითაც ისინი ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ, 550 ადამიანი იმყოფებოდა, მაშველებმა კი მხოლოდ 160 ადამიანი გადაარჩინეს.
ეგვიპტის ხელისუფლების ინფორმაციით, მათ წყლიდან 42 ცხედარი ამოიყვანეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, მიგრანტების უმეტესობა ეგვიპტიდან იყო, მაგრამ გემის ბორტზე აღმოსავლეთ აფრიკელებიც იმყოფებოდნენ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ხმელთაშუა ზღვაში 3,2 ათასამდე მიგრანტი დაიღუპა, რომლებიც ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ. ამ გზით ევროპაში წელს 290 ათასი მიგრანტი და ლტოლვილი ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები