თურქეთში „ბოევიკებთან“ შეტაკების დროს უსაფრთხოების ძალების თანამშრომელი დაიღუპა
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ „ბოევიკებმა“ უსაფრთხოების ძალების თანამშრომელი მოკლეს.
ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ამავე ქვედანაყოფის ერთი წარმომადგენელი ქურთ „ბოევიკებთან“ შეტაკების დროს დაიჭრა.
თურქული მედიის ცნობით, ამ რეგიონში სპეცოპერაცია გრძელდება.
2015 წლის ივლისის შემდეგ, როდესაც თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სამთავრობო ძალებსა და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ „ბოევიკებს“ შორის შეტაკებები განახლდა, ორივე მხრიდან 8 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.