აშშ-ის ქალაქ შარლოტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინის შტატის გუბერნატორმა ქალაქ შარლოტში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების გამო იყო მიღებული, რომლებიც ქალაქში პოლიციის მიერ შავკანიანი მამაკაცის მკვლელობის შემდეგ დაიწყო. შარლოტში ნაციონალური გვარდიის ნაწილები გაგზავნეს.
მომიტინგეებთან შეტაკების შედეგად 15 პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცველებმა რამდენჯერმე გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი.
შარლოტის მოსახლეობის საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ 43 წლის შავკანიანი მამაკაცი – კიტ ლამონტ სკოტი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციელები აცხადებენ, რომ სკოტს ხელში იარაღი ეჭირა და ის „უშუალო საფრთხეს“ წარმოადგენდა, თუმცა დაღუპულის ნათესავების მტკიცებით, მამაკაცს ხელში მხოლოდ წიგნი ეჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები