კონგოში შეტაკებების დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მომხდარი შეტაკებების დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. საპროტესტო აქციის მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტისგან, ჯოზეფ კაბილასგან შემდეგი არჩევნების თარიღის გამოცხადებას მოითხოვენ. საპროტესტო აქციები კონგოს დედაქალაქ კინშასაში უკვე სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. საპროტესტო აქციებმა სხვა ქალაქებიც მოიცვა.
ოპოზიცია პრეზიდენტ კაბილას ხელისუფლებაში ნებისმიერი მეთოდით დარჩენის მცდელობაში ადანაშაულებს. მისი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ბოლოს იწურება. თავის მხრივ, კონგოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამი დაღუპული პოლიციელის შესახებ იუწყება. ეს უწყება ოპოზიციას პროვოკაციებში და ამბოხების მცდელობაში ადანაშაულებს.
კაბილა კონგოს პრეზიდენტის პოსტს 2001 წლიდან იკავებს, ჯოზეფ კაბილამ ამ თანამდებობაზე მამამისი შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები