ვულკანი “კლიუჩევსკაია სოპკა” 7 კილომეტრის სიმაღლეზე ამოიფრქვა

რუსეთში კამჩატკის ნახევარკუნძულზე მდებარე ვულკანი – “კლიუჩევსკაია სოპკა” 7 კილომეტრის სიმაღლეზე ამოიფრქვა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ვულკანის ფერფლი 38 კილომეტრის მანძილზე გავრცელდა. ამ მიმართულებით დასახლებული პუნქტები არ არის.
“კლიუჩევსკაია სოპკა” ევრაზიაში ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია. ამჟამად ვულკანის მიმდებარე ტერიტორია ტურისტებისთვის დაიხურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები