გოდერძი თევზაძის ადვოკატი: ჩვენ საზოგადოებას დავუმტკიცებთ, რომ არანაირ წამებას ადგილი არ ჰქონია

„ჩვენ საზოგადოებას დავუმტკიცებთ, რომ არანაირ წამებასა და ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია“,-ამის შესახებ 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, გოდერძი თევზაძის ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იგი დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას ელოდება, რომლის პასუხებმაც, როგორც ადვოკატი ამბობს, შესაძლოა, ბევრ კითხვას გასცეს პასუხი. ბრალდებულის ადვოკატი, ბრიფინგის გამართვას გეგმავს და საქმის ირგვლივ დეტალებზე საუბარს აპირებს. ლედი ტუკვაძე, არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს არა თვითმკვლელობას, არამედ მკვლელობას.
„ჩვენ საზოგადოებას დავუმტკიცებთ და მივცემთ სრულყოფილად ინფორმაციას, რომ არანაირ წამებას და ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი არ აქვს. მთავარია ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ჩვენ უკვე გაგვიჩნდა, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მკვლელობას. სიკვდილის დადგომის დრო იქნება ის დრო, რომელიც ბევრ კითხვას გააჩენს საზოგადოებაში“,-განაცხადა ლედი ტუკვაძემ.
გოდერძი თევზაძე სამართალდამცველებს ორი დღის წინ ჩაბარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები