გედევან ფოფხაძე: წინასაარჩევნო კამპანია ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, რაც ხელისუფლების დამსახურებაა

პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე ლიკანისა და სოფელ ლიკანის მოსახლეობას შეხვდა.
გედევან ფოფხაძემ ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და პარტია ,,ქართული ოცნების“ მიღწევებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა უფასო საბავშო ბაღებზე, უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებზე, უფასო ჯანდაცვაზე და C ჰეპატიტის პროგრამაზე.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანია ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, რაც ხელისუფლების დამსახურებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები