გიორგი პაპავა: მე ვფიქრობ, “ქართული ოცნება” არის ძალა, რომელთანაც თემატური თანამშრომლობა შეიძლება

„ქართულ ოცნებას“ პროდასავლური კურსი დაფიქსირებული აქვს და ნიკა გვარამია რას როგორ აფასებს, მნიშვნელოვანი არ არის. მას ღიად აქვს დაფიქსირებული, რომ ის ტელევიზია, რომლის გენერალური დირექტორიც თავად არის, პროდასავლურ ძალებთან ითანამშრომლებს და ასეთი მარტო პაატა ბურჭულაძე არ არის“, – აღნიშნული განცხადება „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი პაპავამ ბურჭულაძე-გვარამიას სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით გადაცემა 2030-ში გააკეთა.
მისივე თქმით, კოალიციას არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გეგმავენ, თუმცა „ქართულ ოცნებასთან“ თემატური თანამშრომლობის სურვილი აქვთ.
პაპავა აცხადებს, რომ დისკუსია ფეისბუქზე ბლოკის წევრებსა და გვარამიას შორის „ტაბულაში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მოჰყვა .“ „ტაბულას“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნიკა გვარამიამ მე, იაგო, ვახო, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯანდიერი „ფეისბუკზე“ დაგვთაგა და დისკუსია დაიწყო.
მე მოკლე კომენტარით შემოვიფარგლე და ვთქვი, რომ რაღაც მისტიურ კოალიციებზე საუბარს არ ვაპირებდი. გვარამიამ იქვე, ღიად დააფიქსირა, რომ პაატა ბურჭულაძესთან გაარკვევდა, თუ რა მოსაზრება ჰქონდა მას ამასთან დაკავშირებით. გვარამიამ ბურჭულაძეს სწორედ ამიტომ დაურეკა“, – აღნიშანა პაპავამ.
პაპავა გვარამიას ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებაში ადანაშაულებს. პაპავა აცხადებს, რომ გვარამიამ წარმოაჩინა, თითქოს მეგრელიშვილი აპირებდა სკამებისთვის ვაჭრობას „ოცნებასთან“.
„მე არ ვთვლი, რომ ნიკა გვარამიასთან საუბარში პაატა ბურჭულაძე თავს იმართლებს. ნიკა გვარამია ეუბნება, რომ მეგრელიშვილმა “ქართული ოცნებასთან” დაკავშირებით რაღაც თქვა, ამაზე სიუჟეტის გაკეთებას ვაპირებ და თქვენი კომენტარი დამჭირდებაო.
ამაში გასაკვირი რა არის, როცა ლიდერი ლიდერთან, დირექტორი ლიდერთან რეკავს და ეუბნება, რომ ხვალ შესაძლოა, მისი კომენტარი დასჭირდეს?! მაგალითად, პირადად ჩემთან, გადაცემაში მოწვევასთან დაკავშირებით ორი კონკრეტული ტელევიზიის გენერალურ დირექტორს დაურეკავს და კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია უკითხავს“, – განაცხადა პაპავამ.
სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელებასთან დაკავშირებით კი პაპავა თვლის, რომ ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“მიერ დანერგილი პრაქტიკა არ უნდა გრძელდებოდეს.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები