გორში სატვირთო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

გორში “ელქტროფიკაციის” დასახლებაში, სადაც რკინიგზის ლიანდაგი გადის, სატვირთო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძრის ლოკალიზება 2-მა სახანძრო მანქანამ დროულად შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ძიება სსკ-ს 188 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს .
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები