ირაკლი შიხიაშვილი – სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული დისკრეტიდაცია მიმდინარეობს

სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, “ნაცმოძრაობა” პოლიციელების დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ახორციელებს.
შიხიაშვილის თქმით, პოლიციელების სახელისა და მუნდირის ლაფში ამოსვრა, ასევე მთლიანად სისტემის დისკრედიტაცია, საზოგადოების უსაფრთხო გარემოზე ცუდად იმოქმედებს.
“როდესაც ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია და ჩანს დესტაბილიზაციის კერები, მიზანმიმართულად მიმდინარეობს იმ ადამიანების დისკერდიტაცია საზოგადოების თვალში, ვისაც ჰქვია პოლიციელი.
ანტისახელისუფლებო პარტიას, “ნაცმოძრაობის” მეთაურობით, განზრახული აქვთ, რომ ქვეყანაში მოახდინონ დესტაბილიზაცია”, – განაცხადა შიხიაშვილმა.
მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი მიმართავს საზოგადოებას და სამართალდამცავი სისტემის საკითხის მიმართ, მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
შიხიაშვილი მადლობას უცხადებს პოლიციელებს სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის და მათ მეტი მოთმინების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები