ზვიად ძიძიგური: სახელმწიფო სტრუქტურებზე უაპელაციოდ ბრალდებების წაყენება ძალიან ცუდია

„ასეთი ტიპის ბრალდებების წაყენება დესტაბილიზაციის სქემას გვაძლევს, როცა სახელმწიფო სტრუქტურებს უაპელაციოდ ადანაშაულებ ეს ძალიან ცუდია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ძიძიგური ბრალდებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ საფრთხის შემცველად თლის.
“ამ ქვეყანაში ყველაფერი ჩატარდება მშვიდად და ყველას აქვს პოლიტიკური უფლება, მაგრამ, როგორ კი კანონის დარღვევაზე გადავა საქმე მე ამას არ ვურჩევდი არავის, არ ვურჩევდი ამ მიმართულებით წასვლას, რადგან არსებობს სახელმწიფო და იქნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
„კონსერვატიული“ პარტიის ლიდერმა ნიკა გვარამიას პოლიტიკური პარტიების „უფროსი“ უწოდა.
“ამ დესტაბილიზაციის სქემაში მონაწილეობს ნიკა გვარამია, ის ახლა პარტიების უფროსადაც მოგვევლინა.
ეს საუბარი არ იყო კოლეგიალური საუბარი და არაა გამორიცხული იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერებსაც ამ ტონით ესაუბრებოდეს ვინც თავად დაასახელა“, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები