ეკა მიშველაძე: უნდა მივეჩვიოთ სამართლებრივ ქვეყანაში ცხოვრებას

ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს ჩანაწერების გაკეთება, გავრცელება“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ „რუსთავი 2“-ის გენდირექტორისა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის აუდიოჩანაწერის შეფასებისას.
მიშველაძის ინფორმაციით, ამ აუდიოჩანაწერში სკანდალური არაფერია.
მისივე თქმით, ორი ადამიანის კერძო საუბრის ჩაწერა და შემდეგ გავრცელება სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლაა.
„ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს ჩანაწერების გაკეთება, გავრცელება და შემდეგ ყველა მედიასაშუალების მიერ ატაცება. მართალია, არაფერია სკანდალური ამ ჩანაწერში და ეს ორი ადამიანის კერძო საუბარია, ვგულისხმობ იმას, რომ არაფერია ისეთი, რასაც ჩვენ ამ დრომდე მიჩვეულები არ ვართ და რაც არ ვრცელდება ინტერნეტსივრცეში, მაგრამ თავისთავად, ორი ადამიანის კერძო საუბრის ჩაწერა და შემდეგ გავრცელება არის სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლა, უკანონობა და ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიეჩვიოს ყველა, ვისაც აქვს გარკვეული პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე და ვინც თვლის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეა, უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, რომ მსგავსი რამ არ შეიძლება და უნდა მივეჩვიოთ სამართლებრივ ქვეყანაში ცხოვრებას“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.
ცნობისათვის, გვარამია-ბურჭულაძის საუბრის ჩანაწერის გავრცელებაზე, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო.
იუთუბგვერდზე – Creative Georgia News დღეს გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, სადაც „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი ნიკა გვარამია და „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები