ალექსანდრე ჭიკაიძე ანტი ტურუნენს შეხვდა

  შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, გაეროს სპეციალურ წარმომადგენელ ანტი ტურუნენს შეხვდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების გალში განახლების პერსპექტივები განიხილეს.
მინისტრმა ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა გაეროს სპეციალურ წარმომადგენლობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაწეული ღვაწლისა და შრომისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები