რა მიზნით გადაურიცხა შალვა ნათელაშვილმა “რუსთავი 2“-ს თანხა – პარტიის ლიდერი სოსო შატბერაშვილის ბრალდებებს პასუხობს

“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ყოფილი თანაგუნდელის, “მემარცხენე ალიანსის“ ლიდერის, სოსო შატბერაშვილის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს,რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს თანხა რეკლამისთვის გადაურიცხა.
როგორც ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბიუჯეტიდან სარეკლამოდ გამოყოფილი თანხა პარტიამ ტელევიზიების რეიტინგის მიხედვით გადაანაწილა.
“არავითარი ფულები ჩვენთვის არ გამოუგზავნია არც მიშას და არც ბიძინას. ეს არის ბიუჯეტიდან პარტიებისათვის გამოყოფილი თანხა, რომელიც არც დაგვინახავს ახლოდან, უბრალოდ წერილებით გადავანაწილეთ ტელევიზიებზე, როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებში. ზოგს შეხვდა მეტი, გამომდინარე ამ ტელევიზიის განცვიფრებადობიდან და რეიტინგიდან, ზოგს შეხვდა საშუალო, ზოგს შეხვდა სამწუხაროდ ნაკლები, იმიტომ, რომ თანხა იყო ძალიან მცირე იმისათვის, რასაც რეკლამა ჰქვია, რადგან ივანიშვილის მთავრობა ჩვენთვის იმდენ თანხას არ გამოყოფს, რომ ვასიამოვნოთ ყველა ჩვენი მეგობარი ტელევიზია. რაც შეეხება უბინძურეს ჭორებს, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები