კიევში აქტივისტებმა ტელეკომპანია „ინტერის“ შესასვლელი გახსნეს

კიევში აქტივისტებმა ტელეკომპანია „ინტერის“ შესასვლელი გახსნეს. ეს ტელეარხი, აქციის მონაწილეთა განცხადებით, პრორუსულ პოლიტიკას ატარებდა.
როგორც აქციის მონაწილეებმა „ბი-ბი სის“ აცნობეს, ტელეარხის ხელმძღვანელობასთნ მიღწეულია შეთანხმება მისი საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიის შენობასთან გაშლილი კარვები დაშალეს. ამასთანავე საბურავები კვლავ შენობასთან არის დაყრილი.
ორშაბათს „ინტერის“ შენობასთან აქციის მონაწილეებმა საბურავებს ცეცხლი მოუკიდეს., მათ ასევე „ინტერის“ შენობის ფანჯარაში კვამლის ხელყუმბარა ისროლეს, რამაც ხანძარი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები