MasterCard-მა და PayPal-მა შეთანხმება გააფორმეს

MasterCard-მა და PayPal-მა შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიხედვით სავაჭრო წერტილებში MasterCard-ის პლასტიკური ბარათის მფლობელებს PayPal-ი საგადამხდელო სისტემის გამოყენების საშუალება ექნებათ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ანალოგიური შეთანხმება PayPal-მა მიმდინარე წლის ივლისში კომპანია Visa Inc-თან გააფორმა.
PayPal გასულ წელს ელექტრონული ვაჭრობის კომპანია eBay-ის გამოეყო და ახლა უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარებას აპირებს.
კომპანიის შემოსავალი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 15%-ით გაიზარდა და 2,65 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ამ კომპანიის მიერ განხორციელებულმა გადახდებმა 86,21 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ამჟამად საგადამხდელო სისტემა PayPal მოლაპარაკებებს ბანკებთანაც აწარმოებს და მათ ახალ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები