გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ გაცილებით უფრო ორგანიზებული ვართ ამ თანამშრომლობის საკითხში, ვიდრე ევროკავშირი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით LIBE-ს გუშინდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო შესრულებული დავალებისთვის ქებას იმსახურებს.
მისივე თქმით, საქართველო უფრო ორგანიზებულია ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებში, ვიდრე თავად ევროკავშირი.
მარგველაშვილმა ვიზალიბერალიზაციაზე საუბრის კონტექსტში აღნიშნა, რომ ამ პროცესის გაჭიანურება ევროკავშირის შიგნით არსებულ პრობლემებს უკავშირდება.
„პირდაპირ რომ გითხრათ, ჩვენ გაცილებით უფრო ორგანიზებული ვართ ამ თანამშრომლობის საკითხში, ვიდრე ევროკავშირი. ჩვენ საშინაო დავალება ძალიან კარგად შევასრულეთ და ქებას ვიმსახურებთ. ვაჩვენებთ, რომ ვიზიარებთ ევროპის ფასეულობებს. ევროკავშირის შიგნით არის გამოწვევები, მათ საკუთარი დღის წესრიგი აქვთ და საკითხები, რომლებიც გადასაწყვეტია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებს ვიზალიბერალიზაციას და მას უფრო დატვირთული ევროპული დღის წესრიგი ექნება.
შეგახსენებთ, რომ კონფერენცია „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ „მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით იმართება

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები