ჯეიმს აპატურაი: მოკავშირეეები ელოდებიან უმაღლესი სტანდარტის არჩევნებს

ვფიქრობ, მოკავშირეებისგან მთავარი მესიჯი იქნება ის, რომ განაგრძობენ მხარდაჭერის პოლიტიკას, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი მის პირად მხარდაჭერაზე მიუთითებს.
”ვფიქრობ, მოკავშირეებისგან მთავარი მესიჯი იქნება ის, რომ განაგრძობენ მხარდაჭერის პოლიტიკას. ისინი კიდევ ერთხელ აღიარებენ იმ წვლილს, რაც საქართველოს შეაქვს ქართველი სამხედროების ჩართულობით. მათ სურთ არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით არსებული პროგრესის მიმოხილვაც, მოუთმენლად ელოდებიან პოლიტიკურ დისკუსიებს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტთან, არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. ისინი ელოდებიან უმაღლესი სტანდარტის არჩევნებს და ელოდებიან კონსენსუსს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები