მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ძალიან აქტიურად დგას ევროკავშირის დღის წესრიგში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ანგარიშის კენჭისყრას გამოეხმაურა და LIBE-ს გადაწყვეტილება პოლიტიკურ მხარდაჭერად შეაფასა.
ჯანელიძის მტკიცებით, დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ძალიან აქტიურად დგას ევროკავშირის დღის წესრიგში.
LIBE-ს დღევანდელი გადაწყვეტილება ორი მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, კენჭი ეყარა მოხსენებას საქართველოს შესახებ, რომელშიც აღნიშნულია ყველა ის რეფორმა და განხორციელებული ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან, რათა შესრულებულიყო ის პირობები, რომელიც საჭირო იყო ვიზალიბერალიზაციისთვის. ამიტომ ამ მიმართულებით გამოიხატა მხარდაჭერა ევროკავშირის პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მხრიდან.
მეორე მხრივ, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა არამარტო ტექნიკური შეფასების და განხორციელებული ქმედებების, არამედ, ევროკავშირის და ევროპარლამენტში არსებული პოლიტიკური პარტიების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხისადმი.
ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გადაწყვეტილება იმ პროცესში, რომელიც არის საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესი ვიზალიბერალიაზაციასთან დაკავშირებით . დღეს ასევე ამ კენჭისყრით მიეცა უფლებამოსილება მომხსენებელს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, რათა მან დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან, რომელიც არის ევროკავშირის საბჭო და ევროკავშირის კომისია.
ამ ე.წ. ტრილოგიის ფარგლებში მოხდება საბოლოოდ ტექსტზე შეჯერება, რომელიც გახდება საწინდარი უკვე შემდეგ პლენარულ სესიაზე ამ საკითხის განხილვის და ასევე საბჭოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების.
დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი საკმაოდ აქტიურად დგას ევროკავშირის დღის წესრიგში. განიხილება ყველა შესაბამის ფორმატში და ამასთან ერთად, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე მქონდა შეხვედრები გერმანიაში ჩემს კოლეგებთან , ასევე ბრატისლავაში, სადაც ვისაუბრეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და საგარეო საქმეთა სამინისტროების მხრიდან მხარდაჭერაზე, სადაც არის კიდევ ერთხელ დადასტურებული სრული მხარდაჭერა“,-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოზიტიურ შედეგს ელოდება.
„ჩვენ ველოდებით, რომ ძალიან მალე პოზიტიური, საბოლოო შედეგი დადგება საქართველოსთვის“,-აღნიშნა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები