როგორ მუშაობენ პროფესიონალები – “კვირამ” და “სპექტრმა” პროექტის ფარგლებში ბინის ექსპერიმენტული რემონტი დაიწყეს

მედიაჰოლდინგმა „კვირა“ და პროფესიულმა კოლეჯმა „სპექტრი“ ერთობლივი პროექტის – „პროფესიას“ ფარგლებში, საინტერესო ექსპერიმენტი დაიწყეს: სტუდენტებმა, რომლებიც სხვადასხვა სახელობო პროფესიებს ეუფლებიან, თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა ერთ 14194324_1474845172552108_998890968_nთვეში უნდა გაარემონტონ. მათ, „სპექტრის“ პედაგოგების ზედამხედველობით სარემონტო სამუშაოები უკვე დაიწყეს. სტუდენტები მუშაობის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდებს იყენებენ, რაც მათთვის საინტერესო პრაქტიკაა. მათ შესაბამისი მასალებით პროექტში ჩართული წარმატებული კომპანიები, მათ შორის სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია „ნოვა“ და უმაღლესი ხარისხის გერმანული წარმოების სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია „შტოს“ პარტნიორი „Lea Development“ ამარაგებენ.

Screenshot_10საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის“ წარმომადგენელი ვახტანგ მუნჯიშვილი:  ჩვენი კოლეჯი მდებარეობს ქალაქ თბილისში, აფრიკის დასახლებაში. ჭიჭინაძის 10-ში.  ჩვენს სასწავლებელს სტუდენტების და პედაგოგების ძალისხმევით, უკვე არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული. მათ შორის არის ეს პროექტიც, რომელიც ახლახან დავიწყეთ.

დღეს ვიმყოფებით ერთ-ერთ ბინაში, სადაც კოლეჯის სტუდენტებისა და პედაგოგების ძალებით უნდა მოხდეს სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შესრულება. თუმცა, მანამ სანამ კონკრეტულ საქმიანობას შევუდგებოდით, „სპექტრის“ საექსპერტო ჯგუფმა, ჩვენმა პროფესიონალმა მასწავლებლებმა ადგილზე შეისწავლეს ჩასატარებელი სამუშაოები. გაკეთდა ჩამონათვალი და მომზადდა საერთო დასკვნა, დეფექტური აქტი.  აქ აღნიშნულია მთლიანობაში, თუ რა მასალაა ბინის რემონტისთვის საჭირო და რა სახსრებს მოითხოვს ის. რაც მთავარია, ეს ყველაფერი დამკვეთთანაც შეთანხმდა.  ამის შემდეგ დავიწყეთ პროექტის განხორციელება“.

Screenshot_9მედიაჰოლდინგ „კვირას“ კომერციული დირექტორი ანა ჩანგიანი: „აღსანიშნავია, რომ არსებულ ბინაში 50 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა სარემონტო სამუშაოები და შესაბამისად, ის ძველი ტექნოლოგიებით, ელექტრო გაყვანილობითა და სანტექნიკით არის აღჭურვილი. ვფიქრობ, ექსპერიმენტი, რომელიც პროექტ „პროფესიას“ ფარგლებში დავიწყეთ, ძალიან საინტერესო და სასარგებლოა. სტუდენტებს, რომლებიც „სპექტრში“ სხვადასხვა სახელობო პროფესიებს თეორიულად ეუფლებოდნენ, შესაძლებლობა მიეცათ, ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.

რაც შეეხება მედიაჰოლდინგ „კვირას“, ის პროექტის მიმდინარეობას აქტიურად გააშუქებს. ჩვენთვისაც საინტერესოა, რა შედეგებს მივიღებთ ბინის რემონტის დასრულების შემდეგ, რამდენად შეძლებენ თავის გართმევას სტუდენტები და რამდენად საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდება მათთვის ეს პრაქტიკული სამუშაო“.

Screenshot_7შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგმა „კვირა“ და პროფესიულმა კოლეჯმა „სპექტრი“ ახლახან ერთობლივი პროექტი „პროფესია“ დაიწყეს, რომლის მიზანიც სახელობო პროფესიების პოპულარიზაციაა. საქართველოში არსებობს ე.წ. მეორადი პროფესიები, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს ნაკლებად პრესტიჟულად ითვლება. მათ შორისაა ელექტროშემდუღებლის, სანტექნიკოსის, მღებავის, მლესავის, დურგლისა და სხვა მრავალი პროფესიები. პროექტის მიზანია, ეს პროფესიები მაქსიმალურად პოპულარული გახდეს. ადამიანებს, რომლებიც ამ სახელობო დარგებს ეუფლებიან ან ფლობენ, ჰქონდეთ ამაღლებული მოტივაცია და მათთვის პროფესიის ეს დარგები საამაყო გახდეს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოს ჩართულობა, ისე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. სწორედ ამიტომ, მედიაჰოლდინგმა „კვირა“ და კოლეჯმა „სპექტრი“, პროექტის ფარგლებში, სოციალური კამპანია დაიწყეს. კამპანიის ფარგლებში, დამზადდება სოციალური რგოლები, ციკლური გადაცემები, მომზადდება სტატიები, დაიგეგმება ღონისძიებები და სხვა აქტივობები.

https://www.youtube.com/watch?v=af8rD3ZEXiY&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები