ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 44 წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი ხუთი იყო.
პროცედურულად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიას გამართავენ ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო. სამი ინსტიტუტის მიერ კონსენსუსის მიღწევისას ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები