დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას წარუძღვება

6 სექტემბერს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლიტვის ეკონომიკის მინისტრს ევალდას გუსტასს შეხვდება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, დიმიტრი ქუმსიშვილი და ევალდას გუსტასი, როგორც საქართველო – ლიტვის მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეები, აღნიშნული კომისიის მეორე სესიას წარუძღვებიან. კომისიაში წარმოდგენილი არიან საქართველოსა და ლიტვის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.
სამინისტროს ცნობით, კომისიის ფარგლებში, კომისიის წევრები გაცვლიან ინფორმაციას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. მხარეები ასევე განიხილავენ თანამშრომლობის პერსპექტივებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთარების დაცვა, ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები