ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიან, სამართლიან გარემოში ჩატარება ჩვენს ინტერესებშია

„8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიან, სამართლიან გარემოში ჩატარება ჩვენს ინტერესებშია“,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ჩვენ დღეს ვსაუბრობდით პროვოკაციების საშიშროებაზე. სამწუხაროდ, ორი მცირე ინციდენტი მოხდა დღეს ორ სხვადასხვა რეგიონში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, „ქართული ოცნება“ მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს.
„კარგია, რომ დღევანდელი დღე მხოლოდ მსუბუქი პროვოკაციებით შემოიფარგლა და რაიმე მძიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ მაქსიმალურად მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები“,-აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები