დავით უსუფაშვილი: თუ იქნება უკეთესი კანდიდატურა, მეც სიამოვნებით განვიხილავ

საკონსტიტუციო სასამართოს მოსამართლის პოსტზე ზაზა რუხაძის კანდიდატურას უსუფაშვილი უკონკურენტოდ თვლის. პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე არ აკონკრეტებს, რატომ არ გაიარა კონსულტაციები უმრავლესობასთან კანიდატის დასახელებამდე.
„კონკრეტულ გვართან დაკავშირებით მე კონსულტაციები არ მქონია.სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ჩვენ წინმსწრებად მოვისმინეთ უმრავლესობის წარმომადგენლების მოსაზრებები, რომ მათ არ სურდათ ამგვარი კონსულტაციები, ვინაიდან არ აპირებდნენ ჩემ მიერ დასახელებული კანდიდატურის მხარდაჭერას, მაგრამ ვნახოთ… თუ იქნება უკეთესი კანდიდატურა, მეც სიამოვნებით განვიხილავ და შევადარებ კანდიდატურებს, მაგრამ მე მგონია, ზაზა რუხაძეს ძნელად გაუწევს ვინმე კონკურენციას.იგი არის პრინციპული, წესიერი ადამიანი – სწორედ ასეთი სჭირდება დღევანდელ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც დაუყოვნებლივ შველას საჭიროებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
იმას, რომ უმრავლესობის მიერ დაანონსებული პარლამენტის სხდომა შესაძლოა არ ჩატარდეს, უსუფაშვილი საკუთარი არგუმეტებით პასუხობს და ჟურნალისტებთან „რესპუბლიკელების“ სხდომის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
„საქართველოს მოქმედი პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები არჩევნებამდე ნებისმიერ დროს. ეს ცხადია, მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი შეიკრიბება და დამსწრეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ექნება გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტს არა მხოლოდ უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში ზოგადად სამი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ერთი მოსამართლის დანიშვნის, არამედ ვალდებულება – ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, გვინდა დავნიშნავთ თუ გვინდა არა.
თუ წევრები არ დავნიშნეთ, პრეზიდენტმაც თუ ასე იფიქრა და არ დანიშნა, მაშინ ეს ორგანო პარალიზებული იქნება. მე მინდა ვისურვო, რომ პარლამენტის დღევანდელ შემადგენლობას აღმოაჩნდეს ამის შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა.
მე პირადად, ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ შედგეს სხდომა. თუ ვერ შედგა, მაშინ ეს საკითხი მომავალ პარლამენტს დახვდება გადაუწყვეტელი და იქნება მსჯელობა. რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა სათანადო კონსესუსი, ეს დამოკიდებულია შემდგომ პროცესზე.
მე მინდა შეგახსენოთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს ექსკლუზიური უფლება კანდიდატების დასახელებისა და ეს ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია. ასე რომ, შესაძლოა, იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის სხვა კანდიდატებიც“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები