სანდრა რულოვსს ზუგდიდში ორგანოებით მოვაჭრე უწოდეს
სოფელ ჯიხაშკარში ზუგდიდის „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს ახალგაზრდების ჯგუფი შეძახილებით დახვდა. “ორგანოებით მოვაჭრე“- ასე უწოდეს ყოფილი პრეზიდენტის მეუღლეს სოფელ ჯიხაშკარში იმ დროს, როცა ის ამომრჩევლებს ხვდებოდა.
ინციდენტი სანდრა რულოვსის მხარდამჭერებსა და ახალგაზრდების ჯგუფს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა ახალგაზრდებმა ტერიტორია მალევე დატოვეს.