7 სექტემბრის პლენარული სხდომის გამართვის შესახებ ხვალინდელ ბიუროზე იმსჯელებენ

წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით დაიწყება. დეპუტატების საარჩევნო პერიოდში ჩართულობის გამო უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ მოქმედი პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში შეკრებას და გადაწყვეტილებების მიღებას ვეღარ შეძლებს.
ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე გადაწყდება 7 სექტემბერს დაგეგმილი სხდომის გამართვის საკითხი
„ხვალ ბიუროს სხდომით საშემოდგომო სესია გაიხსნება. ბიუროზე ასევე მსჯელობა იქნება 7 სექტემბრის პლენარულ სხდომასთან დაკავშირებით, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე შეიკრიბება, რადგან არის წინასაარჩევნო პერიოდი და დეპუტატები წინასაარჩევნო პროცესში ჩართული არიან.
ვხედავ იმის ალბათობას, რომ პარლამენტი შესაძლოა ვერ შეიკრიბოს“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.
სხვა საკითხებთან ერთად დღის წესრიგით გათვალისწინებულია პრეზიდენტის მიერ მოსამართლეების კანდიდატების არჩევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები