გია ვოლსკი: რომ არა უმრავლესობის მხარდაჭერა, უსუფაშვილი არ იქნებოდა პარლამენტის თავმჯდომარე

გია ვოლსკი უსუფაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება, ურავლესობის წევრი უსუფაშვილს დაკავებულ თანამდებობას ახსენებს.
ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის შეფასებით, „რესპუბლიკელების“ მიერ წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებები ქვეყნის ინტერესებს მნიშვნელოვნად სცილდება.
“უსუფაშვილის საქმიანობის ხარისხი „რესპუბლიკური პარტიის“ ფორმატში გადანაცვლებამ მნიშვნელოვნად შეამცირა. რასაკვირველია, რომ არა უმრავლესობის მხარდაჭერა, უსუფაშვილი არ იქნებოდა პარლამენტის თავმჯდომარე და მე ძალიან გული მწყდება, რომ იგი ამ უმრავლესობის მხარდაჭერის იგნორირებით გამოდის, იგი „რესპუბლიკური პარტიის“ პლატფორმიდან იქცა ოპონენტად ბევრ საკითხთან დაკავშირებით. მას ჯერ კიდევ მართებს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციის დაკავება, რასაც კარგად ასრულებდა, თუმცა „რესპუბლიკური პარტიის“ ფორმატში გადანაცვლებამ მისი დიაპაზონი, საქმიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად შეამცირა“,- განაცხადა ვოლსკიმ.
იგი ყოფილი პრემიერის ნათქვამსაც ეთანხება და აცხადებს, რომ „რესპუბლიკელებს“ პოლიტიკური გამოცდილება აქვთ, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ უსუფაშვილს არ უნდა დააავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები