ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელგიის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელგიამ უსაფრთხო სტატუსის მატარებელი ქვეყნების სიაში საქართველო წელს პირველად შეიყვანა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ბელგია უსაფრთხო წარმოშობის სტატუსს ქვეყანას იქ არსებული სამართლებრივი მდგომარეობის, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის, ზოგადი პოლიტიკური გარემოსა და სხვა სახის კრიტერიუმების გათვალისწინებით ანიჭებს.
”უსაფრთხო წარმოშობის სიის გადახედვა ყოველწლიურად ხდება, საქართველოში ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით განხორციელებული ეფექტური რეფორმების შედეგად წელს ამ სიას მხოლოდ საქართველო დაემატა.
ბელგიის სამეფო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სტატუსის მქონე ქვეყნების სიას 2012 წლიდან ადგენს და ამ სიით ხელმძღვანელობს თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსის მინიჭებისას”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, შესაბამისი აქტი ბელგიის საკანონმდებლო ოფიციალურ ჟურნალში 29 აგვისტოს გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები