თელ-ავივში ჩამონგრეული შენობის ქვეშ 9 ადამიანია მოყოლილი

ისრაელის უდიდეს ქალაქ თელ-ავივში სასტუმროსთან მდებარე ავტოფარეხი ჩამოინგრა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ნანგრევებში სულ მცირე 9 ადამიანია მოყოლილი. 10 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ავტოფარეხის მშენებლობა დასრულებული არ იყო. შენობის ჩამონგრევის დროს ამწეც წაიქცა, რომელიც მის სიახლოვეს იდგა. ამჟამად ადგილზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები