ირანში შტორმის და წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ირანის ჩრდილოეთ ნაწილში შტორმს და წყალდიდობას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.  ირანის ამ რიონებში სტიქია მძვინვარებსლ კოკისპირულად წვიმს.
სამი ადამიანი კასპიის ზღვის მიდამოებში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაიღუპა. კიდევ ერთი მეხმა იმსხვერპლა. ყველაზე მეტად ირანის პროვინციები – გოლესტანი და მაზანდერანი დაზარალდა.
სტიქიამ ასობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები