ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ დავით ნარმანიას საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერს დავით ნარმანიას საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს.
როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS“-ის ახალ პროექტში – “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ – სტუმრობისას აღნიშნა, თბილისში ახლა გაცილებით მეტი კეთდება და შენდება ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.
„დედაქალაქის მერის საქმიანობა რომ შევაფასოთ, უნდა ვნახოთ, რა გაკეთდა ქალაქში. ნარმანიასთან მიმართებაში, რაც დასაწყისშიც ჩანდა, იყო ის, რომ მას საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა.
სხვა შეფასებას რაც შეეხება, უნდა ვნახოთ ქალაქში რა გაკეთდა. როგორი ქალაქი ჩაიბარა და ახლა რა ხდება. ამბობენ, რომ გაჩერდა ყველაფერი, ამ დროს თუ ციფრებს შევხედავთ, ყველაფერი პირიქით არის. მშენებლობა, გზები – ყველაფერი გაცილებით მეტი კეთდება და შენდება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.
მე ძალიან არ მომეწონა როგორ კონტექსტშიც მიმართა ნარმანიამ ადამიანს. ცოტა პრობლემა არის ამ მხრივ, კითხვები შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემთვის ძირითადი მაინც არის ისევ სტანდარტები – რომ ხელისუფლება სათავისოდ არ გამოიყენოს, კანონი დაიცვას, გამჭვირვალე იყოს მმართველობა. ამ მხრივ ნარმანიას პრობლემები არ აქვს. მენეჯმენტი როგორია ამაზე შეიძლება ვიდაოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები