„პრემიერობის პირველივე დღიდან მეკითხებოდნენ, სად იყო დაპირებული 100 საწარმო, თუმცა ახლა როცა აშენდა, აღარავინ ახსენებს ამას“

აჭარის რეგიონში ოთხი წლის განმავლობაში ინვესტიციები და ტურისტული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის საფუძველზე აცხადებენ ჩვენი ოპონენტები, რომ 2012 წლის შემდეგ აჭარა დაპაუზდა?! – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იმ აზრის საპასუხოდ განაცხადა, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აჭარაში ვითარება „დაპაუზდა“.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS“-ის ახალ პროექტში – “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“- სტუმრობისას აღნიშნა, მან ყველაზე უკეთ იცის, თუ როგორ უჭირს ეკონომიურად მოსახლეობას, თუმცა, გაჭირვებული ადამიანები განვითარებულ ქვეყნებშიც მრავლად არიან. ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ აჭარის რეგიონში განვითარებულ პროექტებზე ისაუბრა.
“ოპონენტები ძალიან აზოგადებენ თავის კითხვებს, მე მახსოვს, როცა ჟურნალისტებთან ციფრებზე და სტატისტიკაზე ვსაუბრობდი, ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართული მედიასაშუალებები მეუბნებოდნენ, რომ გავსულიყავი რეგიონებში და მენახა, რამდენი გაჭირვებული ადამიანია. მე გარწმუნებთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში, ევროპის ან თუნდაც აშშ-ში, ჟურნალისტები რომ ჩაბრძანდეთ, იქაც მოძებნით გაჭირვებულ ადამიანებს, თუმცა მე არ მაქვს პრეტენზია იმის, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკას შევადარო. ყველაზე კარგად მე ვიცი, თუ როგორ უჭირს საქართველოში ხალხს და ეს ყველა მოქალაქემ იცის, რომ საქართველოში გაჭირვებული ხალხი ცხოვრობს. ბევრი ადამიანი გაჭირვებულად ცხოვრობს, მაგრამ ეს არ არის რეალური შეფასება მთავრობის მოღვაწეობის.
როდესაც ამბობენ, გაჩერდა აჭარა, რის საფუძველზე ამბობენ ? „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ინვესტიციები 2,5 -ჯერ გაიზარდა, გაიზარდა ტურიზმის მაჩვენებელიც – 80 პროცენტით. თუ 8 წელიწადში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 200 სასტუმრო ააშენა, ოთხ წელიწადში 170 სასტუმრო ავაშენეთ და დამატებით 6000 სამუშაო ადგილი გაჩნდა. ამასთანევე, 41 ახალი საწარმო აშენდა, ხოლო 5 გარემონტდა. დღეს რატომ აღარ კითხულობენ ოპონენტები , „სად არის ახალი საწრმოები?“ იმიტომ, რომ გაცილებით მეტი აშენდა. გარემონტდა 1000 -მდე. ახალი საწარმოები გაცილებით მეტია, ვიდრე 100 და დღეს ამ რაოდენობაზე კითხვებს აღარავინ სვამს. ზოგადი კითხვებია, რომ აჭარა გაჩერდა. რა გვაძლევს ამის საფუძველს?! აჭარაში მშენებლობის ნებართვების გაცემა 70 პროცენტით გაიზარდა, ვიდრე ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მოღვაწეობის დროს.
აბსტრაქციაში მიდიან ერთი შეკითხვით, კონკრეტული შეკითხვა არ აქვთ. როდესაც მშენებლობა 70 პროცენტით გაიზარდა, ინვესტიციები გაიზარდა, რა აძლევთ საფუძველს იმისას, რომ თქვან აჭარა გაჩერდაო. მაგრამ სათქმელი არა აქვთ და ასე განაზოგადებენ ყველაფერს. მასიურად რომ ვთქვათ, ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდაო, ამის თქმა არ შეიძლება, თუმცა შეღავათი რომ ყველამ მიიღო, ეს ფაქტია. შეღავათი ყველამ მიიღო, თუნდაც ჯანდაცვის პროექტი ნახეთ. იპოთეკარების უმრავლესობამ საკუთარი სახლები ბანკებში „ნაციონალური მოძრაობის“ მოღვაწეობის დროს ოპერაციებისთვის ჩადო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვლმა.
მისივე თქმით, პრემიერობის პირველივე დღიდან ეკითხებოდნენ, სად იყო დაპირებული 100 საწარმო, თუმცა ახლა რო,ცა აშენდა, აღარავინ ახსენებს ამას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები