ზვიად ძიძიგური: რუსული პროპაგანდის აკრძალვა არის გარკვეული საფრთხის შემცველი

ქართველი ხალხი იმსახურებს, თავად გაადაწყვიტოს რას ჩათვალოს პროპაგანდად და რა არა, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი ზვიად ძიძიგური არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის რეკომენდაცის, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში რუსული პროპაგანდა უნდა აიკრძალოს.
ძიძიგური თვლის, რომ პარტიების ხშირი საუბრები ქვეყნის საგარეო პოლიკასთან და რუსეთთან მიმართებაში, წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.
“მე ვფიქრობ, რომ აქ ძალიან საშიშ თემასთან შეიძლება მივიდეთ. როცა დავიწყებთ აკრძალვას, ძნელია გამიჯნო, რომელია მტრული პროპაგანდა, რომელი ხელისფლებისთვის არასასურველი.
მიმაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა მივცეთ მეტი ნდობა. მიიღოს ხალხმა ყველანაირი ინფორმაცია და თავად გადაწყვიტოს რა არის პროპაგანდა და რა არა. მე ვთვლი, რომ ეს აკრძალვა არის გარკვეული საფრთხის შემცველი“, – განაცხადა ძიძიგურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.
არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ში მიაჩნიათ, რომ კრემლის საინფორმაციო ომი ოფიციალურად უნდა განისაზღვროს საფრთხედ შესაბამის დოკუმენტებში;
„რუსეთის პროპაგანდასთან დაპირისპირებისთვის აუცილებელია მთავრობამ შეიმუშავოს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიანი და ადეკვატური სტრატეგია; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) პროპაგანდასთან ბრძოლა უნდა გამოაცხადოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად; საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას დეზინფორმაციის ანალიზის, რეაგირების და პორპაგანდასთან ბრძოლის კოორდინაციის ჯგუფი;ერთიანი გზავნილი ხელისუფლების მხრიდან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ;უნდა გაიზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტები; საქართველოს მთავრობამ მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით ხელი უნდა შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას; საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში“,-აცხადებენ IDFI-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები